მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

“საქართველო, იერუსალიმი და რუმინეთი მალე გვაღიარებენ” – უნეტარესი ეპიფანე

ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის ერთ-ერთ ტელეგადაცემაში უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარების საკითხზე ისაუბრა უნეტარესმა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ.

“ნათელი პროცესები მიმდინარეობს ადგილობრივ მართლმადიდებლ ეკლესიებში, სადაც  რამდენიმე მღვდელმთავარი ხშირად ჩნდება, ვინც ჩვენი ავტოკეფალიის წინააღმდეგია.  

 ჩვენ ამას ვხედავთ კვიპროსის მართლმადიდებელიეკლესიის მაგალითზე: ორი ან სამი წინააღმდეგია, უმრავლესობა კი მომხრეა. 

კვიპროსის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მაგალითი მისცა სხვა ეკლესიებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს ჩვენი ავტოკეფალური სტატუსის აღიარება. 

მას შემდეგ, რაც პირველიერარქი მოიხსენებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს დიპტიქში, ეს ფაქტობრივი აღიარებაა, შემდგომ კი დგება საკითხი სინოდზე და რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით; ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ სხვა მართლმადიდებლი ეკლესიები მიჰყვებიან ამ გზას. 

ეს მოიცავს საქართველოს ეკლესიას, იერუსალიმის ეკლესიას, რუმინეთის ეკლესიას, ალბანეთის ეკლესიასა და ბულგარეთის ეკლესიას … ახლა ძნელი სათქმელია, რადგან კვიპროსის ეკლესია ადრეც მზად იყო. მაგალითად 2019 წელს უნეტარესი ქრიზოსტომოსი მზად იყო გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ გარკვეული ნეიტრალიტეტი დაიჭირა.  მან შეხედა ჩვენს განვითარებას, ჩვენს მოღვაწეობას და მასთან კომუნიკაციისას მისმა უნეტარესობამ დამიდასტურა: “რასაც ველოდით, ვუყურეთ და ვნახეთ, რომ თქვენ ეკლესია შედგა და ამიტომ, ჩვენ შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ”.

აღსანიშნავია, რომ უნეტარესმა ეპიფანემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მოლონდიში პირველ ადგილზე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ახსენა და შემდეგ სხვა ეკლესიები.

აგრეთვე, მისმა უნეტარესობამ დასძინა, რომ თითქმის ყოველდღიურად ემატება სამრევლოები უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

სპეციალურად უკრაინულიდან თარგმნა ,, მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა”.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •