მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

“ისლამი არის არა რელიგია, არამედ პოლიტიკური პარტია” – უნეტარესი იერონიმე მეორე

საბერძნეთის ცნობილი აჯანყებიდან ორასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ განაცხადა, რომ ისლამი არის არა რელიგია, არამედ პოლიტიკური პარტია, ხოლო მისი მიმდევრები ომის ხალხია. 

მისმა უნეტარესობამ აღნიშნა, რომ ისლამის მახასიათებელი ნიშანი არის მომთაბარეობა და სხვა ტერიტორიებზე გავრცელება. ისტორია ღიად მეტყველებს ამაზე. 

შეგახსენებთ, 1821 წელს საბერძნეთში მოხდა აჯანყება მუსლიმი ოსმალების წინააღმდეგ, რომელთაც საბერძნეთის მთელი ტერიტორია ჰქონდათ დაპყრობილი და ქრისტიანული ტაძრები – მეჩეთებად გადაკეთებული. აჯანყების შედეგად, მუსლიმების განდევნის შემდგომ ჩამოყალიბდა საბერძნეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ბერძენი ერის გონებაში განსაკუთრებულად არის ჩაბეჭდილი ბარბაროსული ქმედებები ოსმალებისგან,, რომელთაც მრავალი პატრიარქი საჯაროდ ჩამოახრჩეს, გადაასახლეს, ტაძრები მეჩეთებად გადააკეთეს, ქრისტიანები აწამეს და ა.შ; ხოლო XX საუკუნის პირველ ნახევარში მცირე აზიაში მცხოვრებ ბერძნებს გენოციდი მოუწყეს და მილიონობით ბერძენი მართლმადიდებელი დახოცეს, რომელთა შორის მრავალი მღვდელმთავარი და სხვა ხარისხის სასულიერო პირი იყო. 

გადარჩენილებმა კი თავი შეაფარეს მცირე აზიის მეზობელ ქვეყნებს, რომელთა შორის იყო ჩვენი სამშობლო – საქართველო, რომელმაც კარი გაუღო მოძმე  და ერთმორწმუნე ბერძენ ერს და შეიფარა, რის გამოც ბერძენ ერს განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა გააჩნია ქართველი ერის მიმართ.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *