მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

რა უთხრა მსოფლიო პატრიარქმა 2007 წელს უკრაინის ეკლესიის ამჟამინდელ მეთაურს?!

უკრაინის ეკლესიის ბრძოლას ავტოკეფალიის მოსაპოვებლად ზუსტად ასწლოვანი ისტორია გააჩნია. ამ პერიოდის განმავლობაში უკრაინელები გამუდმებით ითხოვდნენ დახმარებას, რათა მიეღოთ ავტოკეფალია და ჰქონოდათ ავტოკეფალური ეკლესია.

ასეთი შემთხვევა იყო 2008 წელსაც, როდესაც უკრაინაში სამი საეკლესიო ერთეული (რუსეთის ეკლესია უკრაინაში – მიტროპოლიტ ვლადიმერის (საბოდანი) მეთაურობით, კიევის საპატრიარქო – მიტროპოლიტ (პატრიარქ) ფილარეტის (დენისენკო) მეთაურიბით და უკრაინის ავტოკფალური მართლმადიდებელი ეკლესია – მიტროპოლიტ მეთოდეს (კუდრაკოვის) მეთაურობით) შეთანხმდნენ გაერთიანებაზე, იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო საპატრიარქო ავტოკეფალიას გადასცემდა უკრაინის გაერთიანებულ ეკლესიას. ამ მიზნით 2008 წლამდე მიმდინარეობდა გარკვეული სახის შეხვედრები და დიალოგები მსოფლიო საპატრიარქოსა და უკრაინელებს შორის. იმჟამად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მსოფლიო საპატრიარქოს გადაეცა ავტოკეფალია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის რომლის მეთაური მიტროპოლიტი ფილარეტი იქნებოდა. მაშინ მსოფლიო საპატრიარქომ შეადგინა ტომოსი (რომელიც 2019 წელს მიიღეს) და მზად იყო გადაეცა უკრაინის ეკლესიისთვის, მაგრამ ბოლო წუთში მიტროპოლიტმა ფილარეტმა განაცხადა: “მე ვარ პატრიარქი და არასდროს გავხდები მიტროპოლიტი! არ მჭირდება თქვენი ავტოკეფალია, მე ავტოკეფალური ვარ”. ეს გახლდათ მიზეზი, რომელმაც ჩაშალა 2008 წელს უკრაინაში ავტოკეფალური ეკლესიის დაარსება. 

2007 წელს, ერთ-ერთი ვიზიტის დროს პატრიარქ ფილარეტის იურისდიქციიდან მსოფლიო საპატრიარქოში გაიგზავნა მცირე დელეგაცია, რომლის წევრი იყო ჯერ კიდევ ერისკაცი სერგეი დუმენკო (აწ უკვე უნეტარესი მიტროპოლიტი ეპიფანე). მაშინ ის ჯერ ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდათ. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან შეხვედრის დროს ახალგაზრდა სერგეის მსოფლიო პატრიარქმა უთხრა: “რომ მორჩები სწავლას აუცილებლად უნდა დაბრუნდე უკრაინაში, რომ…” და აქ წყდება ვიდეოჩანაწერი, რომელიც აღნიშნულ სიტყვებს ასახავს. 

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *